Wednesday, April 2, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის კურსი დავასრულეთ, წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტები,პრეზენტაციები. ეს ტრენინგი იმით განსხვავდება ყველა სხვა ჩემ მიერ განვლილი ტრენინგებისაგან,რომ აქ სწავლება იყო მრავალმხრივი: ვისწავლეთ უამრავი მასალის შექმნა, პროექტის დაგეგმვა, ტექნიკურად ამ ყველაფრის გამართვა და სხვ. ტრენინგის ბოლოს ჩატარებული პრეზენტაციები კი დაგვეხმარა, გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის საკუთარი მიღწევები, ცოდნა და გამოცდილება. ჩემმა კოლეგებმა უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეს.
პროექტი წარმატებულად დასრულდა. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ ენთუზიაზმსა და მონდომებას დასახული პროექტების განსახორციებლად.
ნინოს ვუხდი დიდ მადლობას!

2 comments:

  1. თიკო, ძალიან მომწონს შენი პროექტი, ყველაფერი კარგად არის გააზრებული და თანმიმდევრული, წარმატებებს გისურვებ!!!

    ReplyDelete
  2. ნინო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. ვეცდები, პროექტი წარმატებით განვახორციელო.
    დიდი მადლობა დაუზარელი შრომისათვის :*

    ReplyDelete