Wednesday, February 26, 2014

პირველი დღის რეფლექსია

    ტრენინგი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შევქმენით პორტფილიო, გავეცანით უკვე შექმნილ პროექტებს. დავსახეთ სამომავლო გეგმები.გავიხსენეთ,თუ როგორ ხდება ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა.
   კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სასწავლო პროცესი შეიძლებ  ძალიან საინტერესო იყო, თუკი ხარ ნოვატორი და მუდმივად მუშაობ თვითგანვითარებაზე.

საპროექტო იდეა

პროექტის თემა: ქართველი ემიგრანტები - უცხოეთის ცის ქვეშ.
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას:
  • გაეცნობიან 1921 წლის სამხედრო ოკუპაციის შედეგებს, გაიაზრებენ ქართველი ინტელიგენციის ღვაწლს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში. გაეცნობიან იმდროინდელ ემიგრანტებს;
  •  გამოიკვლევენ  ემიგრანტულ ლიტერატურას, გამოკვეთენ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებს,რომლებიც დღესაც აქტუალურია;
  • შეაფასებენ ჩვენი დროის ემიგრაციის მიზეზებს.