ინტელის კურსი დავასრულეთ, წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტები,პრეზენტაციები. ეს ტრენინგი იმით განსხვავდება ყველა სხვა ჩემ მიერ განვლილი ტრენინგებისაგან,რომ აქ სწავლება იყო მრავალმხრივი: ვისწავლეთ უამრავი მასალის შექმნა, პროექტის დაგეგმვა, ტექნიკურად ამ ყველაფრის გამართვა და სხვ. ტრენინგის ბოლოს ჩატარებული პრეზენტაციები კი დაგვეხმარა, გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის საკუთარი მიღწევები, ცოდნა და გამოცდილება. ჩემმა კოლეგებმა უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეს.
პროექტი წარმატებულად დასრულდა. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ ენთუზიაზმსა და მონდომებას დასახული პროექტების განსახორციებლად.
ნინოს ვუხდი დიდ მადლობას!
Wednesday, April 2, 2014
Saturday, March 29, 2014
მერვე დღის რეფლექსია.
დღეს ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლეთ. gmail-ზე კითხვარის შექმნა, ინტერნეტის საშუალებით კვლევის ჩატარება. ამ ტესტის მოსწავლეებისათვის გაზიარება.ასევე კვლევის შედეგების სხვადასხვა რეჟიმში ხილვა.ვისწავლეთ ბლოგზე არაერთი მექანიზმის დამატება: საათის დამატება, სტუმართა ბმულის ჩართვა, ბლოგზე page-ის დამატება.
ყველა ინფორმაცია მეტად საჭიროა სასწავლო პროცესში. მას ნამდვილად მალე გამოვიყენებ პედაგოგიკურ პრაქტიკაში. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებიც აღფრთოვენებული იქნებიან სიახლეებით.
ნინო :*
ყველა ინფორმაცია მეტად საჭიროა სასწავლო პროცესში. მას ნამდვილად მალე გამოვიყენებ პედაგოგიკურ პრაქტიკაში. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებიც აღფრთოვენებული იქნებიან სიახლეებით.
ნინო :*
Wednesday, March 26, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ შეფასების რუბირიკებისათვის კომენტარის გაკეთება. გავეცანით მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას...ასევე მემარცხენე და მემარჯვენე მოაზროვნეებს.
გავეცანით მრავალი ტიპის შეფასების რუბრიკას, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის განმავლობაში ყველა ტიპის აქტივობისა და დავალების შესასრულებლად.
შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შესასრულებლად შაბლონი.
ნინო, დიდი მადლობა :*

Saturday, March 22, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გადავწყვიტე არ ვისაუბრო იმ საკითხებსა და მასალაზე, რომელიც ავითვისე ტრენინგის დროს. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები. გადავხედე 6 დღის ნამუშევარს, კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. უკვე უამრავი რამ მისწავლია, ყველაფერი ლოგიკურია,გასაგებია, თითოეული ჩემ მიერ შესრულებული ნამუშევარი (ბროშურა, პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკა...) გააზრებული და დამაჯერებელია.
ინტელის პროექტი ყველაზე დახვეწილი და მრავლისმომცემია. ყველა პედაგოგი უნდა გაეცნოს ამ პროექტს.
p.s. ნინო კაჟაშვილი საუკეთესო ტრენერია, ამას ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე ვამბობ.
ინტელის პროექტი ყველაზე დახვეწილი და მრავლისმომცემია. ყველა პედაგოგი უნდა გაეცნოს ამ პროექტს.
p.s. ნინო კაჟაშვილი საუკეთესო ტრენერია, ამას ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე ვამბობ.
Wednesday, March 19, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ "საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები". ასევე შევქმენით მოსწავლის დავალების ნიმუში. გადავანაწილეთ, თუ რომელი ჯგუფი რა დავალებას შეასრულებს: ბუკლეტს, პრეზენტაციას თუ ბლოგს. ასევე, ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა ჩავწეროთ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
- ზოგადი კითხვა: რა შეიძლება იყოს ადამიანისათვის ფესვები?
- თემატური კითხვები: რა გავლენა იქონია 1921 წლის სამხედრო ოკუპაციამ და ემიგრაციამ ქართულ საზოგადოებაზე? რატომ იზრდება ჩვენი დროის ემიგრანტთა რიცხვი?
- შინაარსობრივი კითხვები: რატომ იქცა ლევილი პატარა საქართველოდ? ვინ არიან ემიგრანტები: მორალატეები თუ გმირები?ლიტერატურული ტექსტების მიხედვით, როგორ იხდიან ემიგრანტები სამშობლოს წინაშე ვალს?
Wednesday, March 5, 2014
მესამე დღის რეფლექსია
მეტად ნაყოფიერი დღე გვქონდა.ჩვენ მიერ შერჩეული სასწავლო პროექტის გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები შევავსეთ. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები.ამის საშუალებით ზუსტად გავწერეთ პროექტის მიზნები, იგი რეალისტური და მიზეზ-შედეგობრივია,დამეხმარება ტრენინგის შემდგომი ეტაპის წარმატებით დაძლევაში.
ასევე ვისწავლეთ gmail-ზე ფაილების ატვირთვა, გაზიარება.შევასრულეთ საინტერესო პრაქტიკული დავალებები, რომლებიც ეხებოდა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს.
დიდი მადლობა, ნინო, ასეთი კომპეტენტურობის, ენთუზიაზმისა და მოთმინებისათვის :*

Saturday, March 1, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. ისეთი რესურსის შექმნა , რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ ადამიანებს ავუხსნით პროექტის მიზნებს.
დიდი მადლობა, ნინო, ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის :*:*:*
დიდი მადლობა, ნინო, ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის :*:*:*
Wednesday, February 26, 2014
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შევქმენით პორტფილიო, გავეცანით უკვე შექმნილ პროექტებს. დავსახეთ სამომავლო გეგმები.გავიხსენეთ,თუ როგორ ხდება ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა.
კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სასწავლო პროცესი შეიძლებ ძალიან საინტერესო იყო, თუკი ხარ ნოვატორი და მუდმივად მუშაობ თვითგანვითარებაზე.
კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სასწავლო პროცესი შეიძლებ ძალიან საინტერესო იყო, თუკი ხარ ნოვატორი და მუდმივად მუშაობ თვითგანვითარებაზე.
საპროექტო იდეა
პროექტის თემა: ქართველი ემიგრანტები - უცხოეთის ცის ქვეშ.
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას:
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას:
- გაეცნობიან 1921 წლის სამხედრო ოკუპაციის შედეგებს, გაიაზრებენ ქართველი ინტელიგენციის ღვაწლს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში. გაეცნობიან იმდროინდელ ემიგრანტებს;
- გამოიკვლევენ ემიგრანტულ ლიტერატურას, გამოკვეთენ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებს,რომლებიც დღესაც აქტუალურია;
- შეაფასებენ ჩვენი დროის ემიგრაციის მიზეზებს.
Subscribe to:
Posts (Atom)