ინტელის კურსი დავასრულეთ, წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტები,პრეზენტაციები. ეს ტრენინგი იმით განსხვავდება ყველა სხვა ჩემ მიერ განვლილი ტრენინგებისაგან,რომ აქ სწავლება იყო მრავალმხრივი: ვისწავლეთ უამრავი მასალის შექმნა, პროექტის დაგეგმვა, ტექნიკურად ამ ყველაფრის გამართვა და სხვ. ტრენინგის ბოლოს ჩატარებული პრეზენტაციები კი დაგვეხმარა, გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის საკუთარი მიღწევები, ცოდნა და გამოცდილება. ჩემმა კოლეგებმა უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეს.
პროექტი წარმატებულად დასრულდა. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ ენთუზიაზმსა და მონდომებას დასახული პროექტების განსახორციებლად.
ნინოს ვუხდი დიდ მადლობას!
ინტელის კურსი
Wednesday, April 2, 2014
Saturday, March 29, 2014
მერვე დღის რეფლექსია.
დღეს ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლეთ. gmail-ზე კითხვარის შექმნა, ინტერნეტის საშუალებით კვლევის ჩატარება. ამ ტესტის მოსწავლეებისათვის გაზიარება.ასევე კვლევის შედეგების სხვადასხვა რეჟიმში ხილვა.ვისწავლეთ ბლოგზე არაერთი მექანიზმის დამატება: საათის დამატება, სტუმართა ბმულის ჩართვა, ბლოგზე page-ის დამატება.
ყველა ინფორმაცია მეტად საჭიროა სასწავლო პროცესში. მას ნამდვილად მალე გამოვიყენებ პედაგოგიკურ პრაქტიკაში. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებიც აღფრთოვენებული იქნებიან სიახლეებით.
ნინო :*
ყველა ინფორმაცია მეტად საჭიროა სასწავლო პროცესში. მას ნამდვილად მალე გამოვიყენებ პედაგოგიკურ პრაქტიკაში. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებიც აღფრთოვენებული იქნებიან სიახლეებით.
ნინო :*
Wednesday, March 26, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ შეფასების რუბირიკებისათვის კომენტარის გაკეთება. გავეცანით მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას...ასევე მემარცხენე და მემარჯვენე მოაზროვნეებს.
გავეცანით მრავალი ტიპის შეფასების რუბრიკას, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის განმავლობაში ყველა ტიპის აქტივობისა და დავალების შესასრულებლად.
შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შესასრულებლად შაბლონი.
ნინო, დიდი მადლობა :*

Saturday, March 22, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გადავწყვიტე არ ვისაუბრო იმ საკითხებსა და მასალაზე, რომელიც ავითვისე ტრენინგის დროს. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები. გადავხედე 6 დღის ნამუშევარს, კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. უკვე უამრავი რამ მისწავლია, ყველაფერი ლოგიკურია,გასაგებია, თითოეული ჩემ მიერ შესრულებული ნამუშევარი (ბროშურა, პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკა...) გააზრებული და დამაჯერებელია.
ინტელის პროექტი ყველაზე დახვეწილი და მრავლისმომცემია. ყველა პედაგოგი უნდა გაეცნოს ამ პროექტს.
p.s. ნინო კაჟაშვილი საუკეთესო ტრენერია, ამას ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე ვამბობ.
ინტელის პროექტი ყველაზე დახვეწილი და მრავლისმომცემია. ყველა პედაგოგი უნდა გაეცნოს ამ პროექტს.
p.s. ნინო კაჟაშვილი საუკეთესო ტრენერია, ამას ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე ვამბობ.
Subscribe to:
Posts (Atom)